წესები და პირობები

ჩვენთან ამანათის გამოწერა უმარტივესია, რომელიც არ მოითხოვს ორიოდე წუთზე მეტს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საკურიერო სერვისისთვის, შესაბამისად, აუცილებელია იყოს ზუსტი.

საკურიერო სერვისი

შეძენილი პროდუქციის ჩაბარება თბილისში ხდება შეძენიდან მეორე, ან მესამე დღეს კვირის ნებისმიერ პერიოდში, რეგიონებში კი 1-2 სამუშაო დღის მანძილზე. ამანათის ჩაბარება მოხდება უშუალოდ თქვენზე, ან თქვენი არყოფნის შემთხვევაში ნებისმიერ სრულწლოვან ოჯახის წევრზე. თუ კი კურიერს მითითებულ მისამართზე არ დახვდებით დაიცდის არაუმეტეს 15 წუთი, შემდეგ კი შეკვეთა გაუქმდება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

თქვენი ინფორმაცია გამოყენებული იქნება საკურიერო სერვისისთვის, გადაეცემა მხოლოდ კურიერს. ასევე თქვენს მიერ მითითებული იმეილი, ან ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მარკეტინგული კამპანიებისთვის, რომლის შედეგადაც მიიღებთ შეტყობინებებს პროდუქციასთან დაკავშირებით.

უკან დაბრუნება

ამანათის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ნივთის მდგომარეობა არ შეესაბამება ჩვენს აღწერილობას. ჯიმეჯიქსში თითოეული ნივთი არის ახალი, სხვა შემთხვევა აღნიშნული იქნება ნივთის აღწერაში, შესაბამისად, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მათ. დაბრუნების მიზეზი არ შეიძლება იყოს გადაფიქრება, ნივთის ფორმის, ზომის, ფერის არ მოწონება.

საიტზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს. Gemagics ეკუთვნის ი.მ ლუკა მიმინოშვილს 01011096395

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!

Shopping Cart